კიდევ ერთი დაპირისპირება- წყალტუბოში 17 წლის ბიჭი მოკლეს

2017.12.03 12:12:18
კიდევ ერთი დაპირისპირება- წყალტუბოში 17 წლის ბიჭი მოკლეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყალტუბოს რაიონში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ი.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა 2000 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ი.ტ. თბილისში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაჭრილი სკოლის მოსწავლე, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მედიკოსების თქმით, მოზარდს სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისის, სასიცოცხლო ნიშნები აღარ აღენიშნებოდა.

"პაციენტი შემოყვანილ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟით. მას დათვალიერების შემდეგ სასიცოცხლო ნიშნები აღარ აღენიშნებოდა. გარდაცვლილი არასრულწლოვანია,"- მარინა ფორჩხიძე.