რამდენს მიუსჯიან სკოლის მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებულს
რამდენს მიუსჯიან სკოლის მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებულს?
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, 16-დან 18-წლამდე ბრალდებული პირის მაქსიმალური სასჯელი 12 წელს არ უნდა აღემატებოდეს.
არსებული კანონმდებლობის მიხედვით, თუ ბრალდებული პირი 14-დან 16 წლამდეა, მაშინ მისი მაქსიმალური სასჯელი 10 წელს ვერ გადააჭარბებს.
საინფორმაციო სააგენტო "პირველი" აღნიშნულით, მას შემდეგ დაინტერესდა, რაც გაირკვა, რომ 51-ე სკოლის, მე-11 კლასის მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებული 16 წლის არასრულწოვანი გ.ბ-ა
"არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა, ან ის თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს ანდა მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი. 14-დან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვანისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა მცირდება 1/3-ით. ამასთან, საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს. 16-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანისთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა მცირდება 1/4–ით. ამასთან, საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 წელს."- აღნიშნულია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლში.