"გამგე ტიროდა და დაჭრილ ბავშვს ეფერებოდა"- რას ჰყვებიან თვითმხილველები

2017.12.01 21:48:03
"გამგე ტიროდა და დაჭრილ ბავშვს ეფერებოდა"- რას ჰყვებიან თვითმხილველები

51-ე სკოლის მოსწავლეების დაჭრის ფაქტის ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები ლალი მესხი იხსენებს.

 


"უცებ შემოცვივდნენ ბავშვები ეზოში. ამ დროს მე ფანჯრიდან გავიხედე და ერთ წამში მოხდა ყველაფერი. მერე დავინახე, რომ ვიღაცები გაიქცნენ, ერთ ბიჭს კი სისხლის კვალი ჰქონდა. ყველა ვრეკავდით სასწრაფოში. პოლიციაც დროულად მოვიდა, ასევე, იყო მეორე დაჭრილი. როგორც გავიგეთ, ერთ-ერთი სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე მოვიდა ადგილზე. ტიროდა და ეფერებოდა დაჭრილს" - განაცხადა ლალი მესხმა.