გაზი პოლიეთილენის მილებში- საქართველოს მოსახლეობას საფრთხე ემუქრება

2017.09.14 13:09:59
გაზი პოლიეთილენის მილებში- საქართველოს მოსახლეობას საფრთხე ემუქრება

პოლიეთილენის მილებში გაყვანილი ბუნებრივი გაზი საქართველოს მოსახლეობას მუდმივი რისკის ქვეშ ამყოფებს.

 

ენერგეტიკული საკითხების უსაფრთხოების სპეციალისტმა გიორგი ჭაღიაშვილმა სააგენტო „პირველს“ სკანდალური ფოტომასალა მიაწოდა.

 

ფოტოების მიხედვით ზოგიერთ რაიონში, მოსახლეობას ბუნებრივი აირის ცენტრალური მილსადენების დაზიანების მაღალი რისკის პირობებში უწევს ცხოვრება. სპეციალისტის განცხადებით სახელმწიფოს შესაბამისი კონტროლის სამსახური არ გააჩნია, რომელიც ლიცენზიანტი კომპანიების თანამშრომლების მხრიდან ექსპლუატაციაში შესული მილსადენების კუსტარულად შეკეთებას და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის ფაქტებს გამოავლენს.

 

ერთ-ერთ ფოტოზე  ბუნებრივი აირის დაზიანებული მილსადენი გაჟონვის შეკავების მიზნით იზოლენტით არის გადახვეული. მეორე შემთხვევაში პოლიეთილენის მილსადენი მდინარეზე  უსაფრთხოების ნორმების სრული უგულებელყოფით არის გადაჭიმული. მისი დაზიანება ქარსაც კი შეუძლია. როგორც „პირველთან“ საუბარში ჭაღიაშვილმა აღნიშნა, მსგავსი დარღვევები მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ხშირად ფიქსირდება.

 

 

სრული ვერსიის ნახვა: pia.ge