მშენებარე კორპუსის მერვე სართულიდან მუშები გადმოვარდნენ

2017.09.09 12:44:01
მშენებარე კორპუსის მერვე სართულიდან მუშები გადმოვარდნენ

რა მოხდა ბათუმში?

 

ბათუმში, კაჩინსკების ქუჩაზე, სადაც გუშინ, მშენებარე კორპუსში მომხდარი შემთხვევის გამო ორი მუშა დაიღუპა, სამუშაოები შეჩერებულია და ობიექტზე არავის უშვებენ, მათ შორის მშენებლებს, რომლებიც დილიდან სამსახურში მივიდნენ.

 

 

„მე გვერდით ამწეზე ვმუშაობდი, როცა შემთხვევა მოხდა. ბეტონი ამწეს სპეციალური ავზით გადაჰქონდა, დანადგარზე ისხდნენ ახალგაზრდები, გაწყდა ბაგირი და მუშები ბეტონთან ერთად მერვე სართულიდან გადმოვარდნენ, ორივე გარდაცვლილი იყო, როცა ადგილზე მივედით“ - ამბობს ერთ-ერთი დასაქმებული რაულ ბერიძე.

 

მშენებლები არ საუბრობენ, რა შეიძლებოდა გამხდარიყო მომხდარის მიზეზი და იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები დაცული.