დაკარგულია 39 ადამიანი- შსს მათ უშედეგოდ ეძებს

2017.09.09 00:26:32
დაკარგულია 39 ადამიანი- შსს მათ უშედეგოდ ეძებს

შსს უგზო-უკვლოდ დაკარგულ 39 ადამიანს ეძებს.

 

„ბათუმელები“ შინაგან საქმეთა სამინსიტროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც 2017 წლის პირველი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით 97 პირი დაიკარგა უგზო-უკვლოდ.

უწყების ინფორმაციით, ამ პერიოდში 58 პირის პოვნა მოხერხდა, 39 ადამიანის მიმართ დაწყებული სამძებრო მოქმედებები კი გრძელდება.