მალე საქართველოში "საჰაერო ტაქსები" იფრენენ

2017.09.08 12:35:34
მალე საქართველოში "საჰაერო ტაქსები" იფრენენ

 ამ ეტაპზე კომპანია ლიცენზიას ელოდება, რის შემდეგაც სხვადასხვა მიმართულებით ფრენებს დაიწყებს.

 

საჰაერო ტაქსი პირველ ეტაპზე ყაზბეგის, ბათუმის, სვანეთის და სხვა მიმათულებით იფრენს, იქ, სადაც აეროდრომები არსებობს. მსგავსი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ჯგუფი სამომავლოდ თავადვე იზრუნებს, თუმცა, ამ ეტაპზე დეტალების გახმაურებისგან "აჭარა ჯგუფი" თავს იკავებს.

 

ტაქსები ფრენას ნოემბრიდან დაიწყებენ.