5 ბალიანი შტორმი ბათუმში- დატბორილია ერთ-ერთი დასახლება

2017.09.07 12:57:50
5 ბალიანი შტორმი ბათუმში- დატბორილია ერთ-ერთი დასახლება

ბათუმში დილიდან გადაუღებლად წვიმს, შტორმის სიმძლავრე ზღვაზე 4-5 ბალს აღწევს.

 

ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა ე.წ. ჭაობის დასახლება, ის ადგილები სადაც სანიაღვრე არხების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

წვიმისა და ქარის შედეგად სანაპიროზე ერთ-ერთი ღამის კლუბის შენობაც დააზიანა.