აჭარაში 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი- ამინდი მკვეთრად უარესდება

2017.09.07 11:50:21
აჭარაში 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი- ამინდი მკვეთრად უარესდება

საქართველოში ამინდი მკვეთრად უარესდება.

 

7 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს.საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უხვი ნალექია მოსალოდნელი. უმეტესად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში  ელჭექს, დასავლეთის მიმართულების ძლიერ ქარს, ზოგან სეტყვასა და ტემპერატურის მკვეთრ კლებას ვარაუდობენ.

 

7 სექტემბერს იწვიმებს თბილისშიც, ტემპერატურა +27 გრადუსი იქნება და იქროლებს ძლიერი ქარი 20-25 მეტრი წამში.

 

 ძლიერ ქარს ელოდებიან 7 სექტემბერს ზღვისპირეთშიც, ზღვაზე მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი. საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მატება.