საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უხვი ნალექია მოსალოდნელი

2017.09.06 13:54:56
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უხვი ნალექია მოსალოდნელი

საქართველოში წყალდიდობასა და შტორმს ელიან.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 სექტემბერს დღის ბოლოდან შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოსალოდნელია ჰაერის ცივი მასების გავრცელება. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ნალექია მოსალოდნელი.

 

გარემოს ეროვნული სააგენტო ზღვაზე 4-5-ბალიან შტორმს ვარაუდობს. საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მატება. ცალკეულ რაიონებში შესაძლოა მეწყერულ-ღვარცოფული პროცესები აღინიშნოს.