ელიზბარაშვილის თავშესაფარი იხურება- რა ბედი ელით ძაღლებს

2017.09.04 14:24:25
ელიზბარაშვილის თავშესაფარი იხურება- რა ბედი ელით ძაღლებს

ელიზბარაშვილის თავშესაფარი იხურება- რა ბედი ელით ძაღლებს.

 

„თუ არ იქნება გვერდში დგომა ქალაქის მთავრობის მხრიდან, ასევე ბიზნესწრეების მხრიდან, თავშესაფრის ფუნქციონირებას მე მარტო ვეღარ შევძლებ და ბუნებრივია დაიხურება. თავშესაფარში 380 ძაღლია, 318 დიდი და 52 ლეკვი, ასევე 4 მურა დათვი. ამ ცხოველების გაჩუქებას სანამ არ მოვახდენთ, მანამდე თავშესაფარი იქნება, ოღონდ ცხოველების მიღებას ვეღარ შეძლებს. ამ ცხოველებს ბუნებრივია საკვები სჭირდებათ, მშიერი არ მეყოლება, მაგრამ ამასაც გარკვეული პერიოდი შევძლებ და შემდეგ ამ ძაღლებს გავუკეთებ კასტრაცია-სტერილიზაციას და ქუჩაში გავუშვებ, შესაბამისად დაიხურება თავშესაფარი“,- განაცხადა თამაზ ელიზბარაშვილმა.