"რაც მოხდა აჩენს ეჭვს, რომ..."-კახი კალაძე ხანძრებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

2017.09.04 11:28:22
"რაც მოხდა აჩენს ეჭვს, რომ..."-კახი კალაძე ხანძრებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

”ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ გაზეთ ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში ხანძრებთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება. 

 

”დიდი დანაკარგი გვაქვს, განადგურდა უნიკალური ტყეების დიდი მასივები. რაც ამ ზაფხულს მოხდა, მგონი არც ერთ წელიწადს არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით 2008 წლის ომის დროს გადამწვარ ტყეებს, რაც ნამდვილად აჩენს ეჭვს, რომ შეიძლება იყოს დივერსიული მოქმედებების შედეგი. არ ვიცი ვისი მხრიდან, ამას შესაბამისი სამსახურები დაადგენენ”, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ამასთან, მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატი ამბობს, რომ ხანძრების პრევენცია ვერ მოხერხდებოდა. 

 

”ჩვენ არ ვართ გამონაკლისი ქვეყანა, სადაც ხანძრები ხდება. მსოფლიოს თუ გადავხედავთ, ხშირია სტიქიური მოვლენები. პორტუგალიის ტრაგედიას გაგახსენებთ, როდესაც ძლიერ ხანძარს ტყეში მსხვერპლი მოჰყვა. თუმცა ვადასტურებ, რომ ამ მიმართულებით ბევრი გვაქვს სამუშაო. შექმნილმა ვითარებამ ბევრი რამ გამოააშკარავა, არც ტექნიკის, არც საჭირო აღჭურვილობის შესაძენად ფული არ უნდა დავზოგოთ”, - აღნიშნა კალაძემ.