SOS! თელავის მახლობლად კოხტას მთის ფერდობზე ხანძარია

2017.09.02 11:20:49
SOS! თელავის მახლობლად კოხტას მთის ფერდობზე ხანძარია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის მახლობლად, კოხტას მთის ფერდობზე ხანძარია. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

 

საზოგადოებრივის ცნობით, მოსახლეობამ კვამლი დილით შენიშნა და შესაბამის სამსახურს შეატყობინა.

 

"ცეცხლის ადგილამდე ტექნიკის მისვლა შეუძლებელია, 5 კმ ფეხით გვაქვს მთაზე სავალი", - განაცხადა კახეთის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსმა ნიკა ყლარტიაულმა.

 

მეხანძრე-მაშველები და ადგილობრივი მცხოვრებლები ხანძრის ადგილისკენ უკვე მიემართებიან.