თბილისში 13 წლის გოგო მე-13 სართულიდან გადმოხტა- ინტერნეტთამაშის კიდევ ერთი მსხვერპლი

2017.09.01 18:12:11
თბილისში 13 წლის გოგო მე-13 სართულიდან გადმოხტა- ინტერნეტთამაშის კიდევ ერთი მსხვერპლი

თბილისში 13 წლის გოგოს მე-13 სართულიდან გადმოხტომის შესახებ ინფორმაციას "იმედინიუსი" ავრცელებს.

 

 გარდაცვლილის ოჯახის წევრები მომხდარს ინტერნეტ-თამაშს უკავშირებენ

გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ მისი შვილი ე.წ ლურჯი ვეშაპის მორიგი მსხვერპლია.

მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს. ძალოვანი უწყების ინფორმაციით, პირველადი მონაცამებით, მომხდარი სავარაუდოდ ინტერნეტ-თამაშს არ უკავშირდება.