დღეიდან საქართველოში სტამბოლის კონვენცია ამოქმედდა

2017.09.01 12:15:55
დღეიდან საქართველოში სტამბოლის კონვენცია ამოქმედდა

დღეიდან საქართველოში ე.წ. სტამბოლის კონვენცია ამოქმედდა.

 

სტამბოლის კონვეციის სახელით ცნობილი დოკუმენტი „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს აქტია. დღევანდელი მდგომარეობით, კონვენცია ძალაშია ევროპის საბჭოს წევრი 24 ქვეყნისთვის.​ 

 

სტამბოლის კონვენცია წარმოადგენს სამართლებრივად სავალდებულო საერთაშორისო დოკუმენტს, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოში ქალების დაცვას ძალადობის ყველა ფორმისაგან, ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის პრევენციას, გამოძიებასა და აღმოფხვრას, ასევე ხელს უწყობს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმისა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრას. 

 

კონვენცია ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ძალადობის მსხვერპლ ქალებს.