3 წლის ბავშვი საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადავარდა

2017.08.28 12:19:27
3 წლის ბავშვი საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადავარდა

ინციდენტი ზუგდიდის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოხდა.

 

"ავადმყოფის მდგომარეობა არის უმძიმესი. აღენიშნება ტრანვა, პოლიტრანვა, გულსსისხლძარღვთა დახურული ტრანმვა, კიდურების მრავლობითი მოტეხილობა, პაციენტი ამჟამად არის მართვით სუნთქვაზე, ველოდებით კატასტროფის ბრიგადას, რომელიც ქუთაისში გადაიყვანს", - განაცხადა ექიმმა. 

 

დღეს დილით  ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადავარდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.