ბორჯომის ხეობაში ქართული ვერტმფრენი ჩამოვარდა

2017.08.27 13:29:10
ბორჯომის ხეობაში ქართული ვერტმფრენი ჩამოვარდა

დღეს დილით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს ქართული ვერტმფრენი ჩამოვარდა. 

 

ამის შესახებ შემთხვევის ადგილიდან "იმედის" ჟურნალისტი იუწყება. 

 

ვერტმფრენი წყალში რეზერვუარის ავსებისას ჩავარდა. არსებული ინფორმაციით, პილოტები მძიმედ არ დაშავებულან. ვერტმფრენში ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა. 

 

სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენები ცოტა ხნის წინ ჩაერთვნენ. ამ დროისთვის ადგილზე 2 ადგილობრივი, 1 აზერბაიჯანული და 1 ბელარუსული ვერტმფრენი რჩება. ბორჯომის ხეობაში, ხანძრის შედეგად მცირე კერების ჩაქრობის სამუშაოები ისევ მიმდინარეობს. 

 

სტიქიის ზონას დღეს, სავარაუდოდ, აზერბაიჯანული სახანძრო ბრიგადა დატოვებს. მათ ბანაკის დაშლა დაიწყეს.  

 

დღეს გაიმართება საგანგებო შტაბის სხდომა, სადაც დეტალური ინფორმაცია გახდება ცნობილი სტიქიის ზონაში ტექნიკისა და ცოცხალი ძალის შესახებ.