კულინარიული რეკორდი საქართველოში- დღეს ყველაზე დიდი ელარჯი მომზადდება

2017.08.22 14:13:55
კულინარიული რეკორდი საქართველოში- დღეს ყველაზე დიდი ელარჯი მომზადდება

დღეს კულინარიული რეკორდი დამყარდება- ყველაზე დიდი ელარჯი მომზადდება.

 

დღეს საქართველოში კულინარიული რეკორდი დამყარდება: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ყველაზე გრძელი ელარჯის მომზადება იგეგმება. შედეგს საქართველოს რეკორდების ფედერაცია დააფიქსირებს.

 

ელარჯის რეკორდი, ყველის ფესტივალის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით, დღეს გაიმართება. გიგანტური ზომის ელარჯი სოფელ ახუთში მომზადდება. სარეკორდო ცერემონიაზე დასწრების მსურველებს 16:00 საათიდან ელოდებიან.

 

კულინარიული რეკორდების დამყარება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ამა თუ იმ ეროვნული კერძის პოპულარიზაციას ემსახურება. საქართველოში მსგავსი რეკორდი არასოდეს დამყარებულა.