ბორჯომში ხანძარი გაძლიერდა, ვერტმფრენებმა მუშაობა შეწყვიტეს- მოსახლეობა პანიკაშია

2017.08.21 22:00:44
ბორჯომში ხანძარი გაძლიერდა, ვერტმფრენებმა მუშაობა შეწყვიტეს- მოსახლეობა პანიკაშია

სოფელ დაბას ​მოსახლეობა ხანძრის გამო პანიკაშია, ადგილობრივები ღამის გათევას ქუჩაში აპირებენ.

 

ბორჯომის ხეობაში ძლიერი ქარის გამო ხანძარი გაძლიერდა და მეორე მთის ფერდობს გადაედო. ცეცხლი სოფელ დაბას დასახლებულ ადგილებს უახლოვდება.

ამის შესახებ „პირველის“ კორესპონდენტი ინციდენტის ადგილიდან იუწყება.

 

მისივე ცნობით, სოფლის ცენტრში ადგილობრივი ქალები და ბავშვები არიან შეკრებილი, რომლებიც აცხადებენ. რომ ღამეს ქუჩაში გაატარებენ, რადგან ამაღამ ცეცხლი, შესაძლოა, ნებისმიერ დროს მივიდეს მათ სახლებამდე.

 

„ძალიან შეშინებულები ვართ. ბავშვებს ჩავაცვი და ქუჩაში გამოვედი. ასეთი ცეცხლი 2008 წლის აგვისტოშიც არ მინახავს. დახმარებას ვითხოვთ“, – აცხადებს ადგილობრივი ნაზი შანიძე.

 

რამენიმე საათის წინ ძლიერი ქარის გამო სოფელ დაბასთან ტყის ხანძარი გაძლიერდა და მთის მეორე ფერდობსაც გადაედო. ხანძრის ლოკალიზებაში დახმარების მიზნით აზერბაიჯანმა ერთი ვერტმფრენი გაუგზავნა საქართველოს, თუმცა, ღამის საათებში, ცუდი ხილვადობის და ძლიერი ქარის გამო, ვერტმფრენებმა დროებით შეწყვიტეს მუშაობა.