"კანი აქვს დასერილი"- მარტოხელა კაცი სასტიკად აწამეს

2017.08.20 11:51:03
"კანი აქვს დასერილი"- მარტოხელა კაცი სასტიკად აწამეს

ინციდენდი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მოხდა.

 

 

 უცნობმა პირებმა მარტოხელა კაცი დააყაჩაღეს და აწამეს.

 

"55 წლამდე მამაკაცი იქნება. მარტო ცხოვრობს. სათბურები აქვს და შრომობს, არავის აწუხებს. წუხელ დააყაჩაღეს. უწამებიათ კიდეც. როგორც ვიცით, ფულია წაღებული. იატაკი აუყრიათ სახლში. თვითონ კაცს კანი აქვს დასერილი და ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება. დილით სასწრაფოს და პატრულის მანქანებით გადაჭედილი იყო ქუჩა," - აცხადებს თვითმხილველი.