ჯეჯელავა- 9-კლასდამთავრებულებს უმაღლესში სწავლის შესაძლებლობა მიეცემათ

2017.08.18 12:26:18
ჯეჯელავა- 9-კლასდამთავრებულებს უმაღლესში სწავლის შესაძლებლობა მიეცემათ

ახალი ინიციატივის შესახებ ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა, სექტემბრისთვის პარლამენტში განათლების შესახებ ახალი საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენას გეგმავს. 

 

მინისტრის ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, თუკი 9 კლასის სკოლადამთავრებულები, პროფესიულ სასწავლებლებში ისწავლიან, მათ საშუალება ექნებათ სკოლის სრული ატესტატი აიღონ და სურვილის შემთხვევაში უკვე უმაღლეს სასწავლებელშიც ჩააბარონ.

 

“გვინდა, ჩავაშენოთ სრული 12 კლასის ატესტატის აღების შესაძლებლობა. ანუ 9 კლასის შემდეგ გამოსულ ბავშვებს, რომლებიც პროფესიულ სასწავლებლებში გააგრძლებენ სწავლას, შესაძლებლობა ექნებათ აიღონ სრული, 12 კლასის ატესტატი და, სურვილის შემთხვევაში, უმაღლესში გააგრძელონ სწავლა“, – აღნიშნა ჯეჯელავამ.