სასწრაფოდ! დასავლეთში თხილი განადგურდა!

2017.08.17 15:38:18
სასწრაფოდ! დასავლეთში თხილი განადგურდა!

სასწრაფოდ! დასავლეთში თხილი განადგურდა! 

 

ზუგდიდის რაიონის, ე.წ. დაბალი ზონის ტერიტორიაზე, თხილი, აზიურმა ფაროსანამ და სოკოვანმა დაავადებებმა დააზიანა.

მოსახლეობა ამბობს, რომ თხილნარები დროულად არ შეიწამლა და ამის გამო დაზარალდნენ. მათი თქმით, ადგილობრივები სამსახურები შეპირდნენ, რომ პლანტაციებს იანვარში შეწამლავდნენ, თუმცა ეს ვერ მოხერხდა, რადგან მათი განმარტებით, ვერ დაზუსტდა თუ რა ტიპის ხსნარით უნდა შეეწამლათ პლანტაციები. 

 

ერთი პერიოდი, ფაროსანა თითქმის არ ჩანდა, თუმცა ახლა ისევ ერთბაშად იფეთქა. თხილის ნაყოფი ჩამოცვენილია, მაგრამ ხელს არავინ ჰკიდებს. ამიტომაც, თუ რამდენიმე დღის წინ 1 კილოგრამი თხილი 1,50 ლარი მაინც ღირდა, ახლა მოკრეფილ ნაყოფში, მხოლოდ 50 თეთრს ან 1 ლარს იძლევიან, რადგან უკვე ძალზე უხარისხოა.