კვადროციკლის ამობრუნების შედეგად ორსული დაიღუპა

2017.08.16 15:44:50
კვადროციკლის ამობრუნების შედეგად ორსული დაიღუპა

კვადროციკლის ამობრუნების შედეგად ორსული დაიღუპა.

 

რამდენიმე დღის წინ, ბორჯომში, პლატოს აღმართზე კვადროციკლის ამობრუნების შედეგად გარდაცვლილი არაბი ქალი ორსულად იყო - ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი netgazeti ავრცელებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამისი ექსპერტიზების ჩატარებამდე და გამოძიების დასრულებამდე დეტალებს ვერ ავრცელებს.

 

კვადროციკლი, რომლითაც არაბი ტურისტების ოჯახი გადაადგილდებოდა, ე.წ. პლატოს აღმართზე ამობრუნდა, რის შედეგადაც ქალი დაიღუპა. გარდაცვლილის ქმარი, ბავშვები და მძღოლი მძიმედ დაშავდნენ. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ისინი ბორჯომის საავადმყოფოში გადაიყვანა.