ხმაური დასჯადი გახდა!

2017.08.15 10:39:05
ხმაური დასჯადი გახდა!

შესაბამისი ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" 28 ივნისს შევიდა.

 

დღეიდან დღისა და ღამის საათებში ხმაურის დასაშვებ ნორმებზე გადაჭარბება იკრძალება. გადაჭარბების შემთხვევაში კანონდამრღვევი პირველ ჯერზე გარფრთხილებას მიიღებს, შემდეგ კი დაჯარიმდება.

ფიზიკურ პირზე ჯარიმის ოდენობა 150, ხოლო იურიდიულ პირზე 500 ლარია. შემთხვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება.

 

ახალი რეგულაციის თანახმად, ხმაური 23:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე იკრძალება. ამ პერიოდში ბარ-რესტორნებიდან გამოსული ხმაური არ უნდა აღემატებოდეს 40 დეციბალს.