ბათუმში 4 ავტომანქანა ერთმანეთს დაეჯახა

2017.08.12 11:51:00
ბათუმში 4 ავტომანქანა ერთმანეთს დაეჯახა

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ერთმანეთს ოთხი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.

 

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულია ორი, საშუალო ასაკის მამაკაცი, რომლებიც გადაყვანილნი არიან ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

 

ამ დილით კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმი-ხელვაჩაურის გზაზე, კლინიკა „მედინასთან“. აქ ავტომანქანა ხეს დაეჯახა. მსუბუქად დაშავებული მამაკაცი, ავტომანქანის მძღოლი, „მედინაში“ გადაიყვანეს.