გორთან მეხი ჩამოვარდა

2017.08.10 14:56:39
გორთან მეხი ჩამოვარდა

ძლიერი ჭექა-ქუხილი გუშინ საღამოს დაახლოებით 19 საათზე დაიწყო.

 

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ხიდისთავსა და უფლისციხეში მეხის ჩამოვარდნის გამო, ელსადენები გაწყდა.

ელსადენები სოფელ ხიდისთავში, მდინარე ტანასთან სიახლოვეს დაზიანდა. ამის გამო, დენი გაითიშა როგორც უშუალოდ სოფელ ხიდისთავში, ასევე, აზნეთის დასახლებაში და სოფელ უფლისციხეში.

კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დამთავრების ზუსტი დრო ვერ სახელდება.