მთაწმინდაზე დამწვარი ხეების მოჭრის შედეგად,შესაძლოა, მეწყრული პროცესი განვითარდეს

2017.08.09 12:59:18
მთაწმინდაზე დამწვარი ხეების მოჭრის შედეგად,შესაძლოა, მეწყრული პროცესი განვითარდეს

მთაწმინდაზე დამწვარი ხეების მოჭრას, შესაძლოა, მეწყრული პროცესები მოჰყვეს.

 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ყოფილი მინისტრის, ნინო ჩხობაძის განცხადებით, მთაწმინდის ფერდობზე დამწვარი ხეების მოჭრა ახლა სასურველი არ არის, რადგან შესაძლოა მეწყრული პროცესი განვითარდეს.

 

ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

“დამწვარი ხეები ჯერ არ უნდა მოიჭრას, სანამ ახალი არ დაირგვება, რადგან შეიძლება ეროზირებული პროცესები დაიწყოს, დახრილობა ძალიან მაღალია. ამიტომ, უნდა განაშენდეს, უნდა დაიწყოს რგვები. ჯერ ნახანძრალზე არა, შემოდგომაზე უნდა დაირგოს ხეები. ცოტა ხანი უნდა ვადროვოთ, რომ თავისით აღდეს და მერე უნდა მოიჭრას. დამწვარი ხეების მოჭრა ახლა სასურველი არ არის, რადგან შესაძლებელია მეწყრული სიტუაცია განვითარდეს”, - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.