წალენჯიხაში 30 წლის მამაკაცი მოულოდნელად, ტრაგიკულად გარდაიცვალა

2017.08.09 11:47:28
წალენჯიხაში 30 წლის მამაკაცი მოულოდნელად, ტრაგიკულად გარდაიცვალა

წალენჯიხაში 30 წლის კაცი ტრაგიკულად დაიღუპა.

 

წალენჯიხის სატყეო მეურნეობის უბან ოხაჩქუეში 30 წლის კაცი ტრაგიკულად დაიღუპა. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, რინოს მიქავა ხეს ჭრიდა, რა დროსაც კაცმა ხე სიმძიმის გამო ვერ დაიმორჩილა და ხის ქვეშ მოჰყვა.

 

შს სამინისტროში "პირველს" განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოხცლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.