საქართველოში ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს!

2017.07.31 12:04:41
საქართველოში ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს!

საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს.

 

3 აგვისტოდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და აღმოსავლეთ საქართველოში 38 გრადუსს მიაღწევს. დასავლეთ საქართველოს შიდა რაიონებში მაქსიმალური ტემპერატურა 37 გრადუსი იქნება.

 

დასავლეთ საქართველოში - ჰაერის ტემპერატურა 26-30 გრადუსამდე, სანაპირო რაიონებში კი 25-28 გრადუსამდე მოიმატებს.

 

 

სინოპტიკოსების თქმით, შიდა ქართლში ტემპერატურა - 31-35 გრადუსი, კახეთში კი 36-38 გრადუსი იქნება.

 

რაც შეეხება შავი ზღვის რაიონებს, სინოპტიკოსები ამბობენ, რომ მაქსიმალური ტემპერატურა 30 გრადუსი დაფიქსირდება.