დედის მკვლელობაში ბრალდებულ პრიმა-ბალერინას არ გაასამართლებენ

2017.07.29 14:07:14
დედის მკვლელობაში ბრალდებულ პრიმა-ბალერინას არ გაასამართლებენ

პრიმა-ბალერინა, ანი მურადელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა.

 

"ინფო-7-ის" ცნობით, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა სისხლის სამართლი საქმის შეწყვეტის თაობაზე, რადგანაც ანი მურადელისთვის ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გაირკვა, რომ იგი დანაშაული ჩადენის მომენტში შეურაცხადი იყო. საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, ანი მურადელი მკურნალობას გააგრძელებს ფსიქორეაბილიტაციის კლინიკაში.

შეგახსენებთ, რომ ცნობილი ბალერინა ა/წ 17 მაისს დედის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.