კახეთში უკანონო ხის საამქრო აღმოაჩინეს

2017.07.24 12:05:44
კახეთში უკანონო ხის საამქრო აღმოაჩინეს

საგამოძიებო სამსახურმა კახეთში უკანონო ხის საამქრო გამოავლინა.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კახეთის რეგიონში ხის საამქრო გამოავლინა, სადაც დასაწყობებული იყო სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობის, ძვირფასი ჯიშის ხის - კაკლის მასალა, რომელიც გამიზნული იყო იარაღის კონდახის დასამზადებლად. ამ ეტაპზე, ხის მასალის წარმომავლობის დადგენის მიზნით ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.

 

საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიების ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია უკანონოდ მოქმედი ხის გადამამუშავებელი არაერთი საამქრო და ხე - ტყის მასალის უკანონოდ მოპოვება - დამუშავებისა და გადაზიდვის ათეულობით ფაქტი. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა ყველა ის პირი, ვინც დოკუმენტების გაყალბების გზით ახდენდა ხე-ტყის მასალის ტრანსპორტირებასა და რეალიზაციას.