ისრაელის 18 წლის მოქალაქე საქართველოში სელფის გადაღებისას დაიღუპა (ფოტო)

2017.07.22 14:47:35
ისრაელის 18 წლის მოქალაქე საქართველოში სელფის გადაღებისას დაიღუპა (ფოტო)

ისრაელის მოქალაქის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 20 ივლისს მიიღეს.

 

მაშველებმა მდინარე თერგში ისრაელის 18 წლის მოქალაქე იპოვეს. საქართველოში სამოგზაუროდ მყოფი იონათან ადლერი ხიდზე სელფს იღებდა, მას ფეხი დაუცურდა და მდინარე თერგში ჩავარდა.

 

როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 116 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. ისრაელის პრესის ცნობით, იონათან ადლერი საქართველოში სამ მეგობართან ერთად სამოგზაუროდ იმყოფებოდა.

ავიად ფრიდმენი, რომელიც სამაშველო ჯგუფს დაღუპული ახალგაზრდის ოჯახის მოწვევით ხელმძღვანელობდა, მედიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ 18 წლის ადლერის ცხედრის პოვნაში დიდი წვლილი მიუძღვით ისრაელს და საქართველოს მთავრობას, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. მისი თქმით, ადლერის მშობლები მადლობას უხდიან თითოეულ ადამიანის, ვინც მათ ოჯახს დაეხმარა.