დადასტურებული ინფორმაციით, ქართული თხილი ნამდვილად შეიცავს კანცეროგენს

2017.07.19 12:48:36
დადასტურებული ინფორმაციით, ქართული თხილი ნამდვილად შეიცავს კანცეროგენს

ქართული თხილში წელს დასაშვებ ნორმაზე მეტი აფლატოქსინის 2 შემთხვევა დაფიქსირდა.

 

გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული თხილი ევროპის ბაზარზე ვერ გააქვთ. მიზეზი ევროკავშირის ქვეყნებში ქართულ თხილში ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერება აფლატოქსინის აღმოჩენაა.

 

როგორც ცნობილია, აფლატოქსინი მეცნიერულად დამტკიცებული კანცეროგენია, ანუ კიბოს ჩამოყალიბებისთვის ხელსაყრელი პირობა. RASFF-ის სისტემაში 2016 წელს მოხვედრილ ქართულ პროდუქტში აღმოჩენილია ნორმაზე მეტი აფლატოქსინები.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსის თენგიზ კალანდაძის განცხადებით, ტექნოლოგიურ პროცესს ახლავს ის, რომ ექსპორტზე გატანილი პროდუქციიდან ძალიან მცირე ნაწილი შესაძლოა, არ შეესაბამებოდეს კანონმდებლობით განსაზღვრულ სტანდარტებს.

 

როგორც ცნობილია, ევროკავშირის კვების უსაფრთხოების ქსელის მუშაობის მიხედვით, ქვეყნის საზღვარზე მოწმდება არა მხოლოდ პროდუქტის საბუთები, რაც მას წარმოშობის ქვეყნიდან მოჰყვება, არამედ თვითონ პროდუქტიც. საეჭვო შემადგენლობის აღმოჩენის შემთხვევაში ინფორმაცია გადაიცემა ცენტრში, ბრიუსელში. იქ მონაცემებს კიდევ ერთხელ აანალიზებენ და თუ საფრთხე დადასტურდა, სიგნალს ევროპის ყველა ქვეყანას უგზავნიან.

 

როგორც კალანდაძე განმარტავს, მაგალითად, გასულ წელს დასაშვებ ნორმაზე მეტი აფლაქტოსინის აღმოჩენის 9 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მთლიანი ექსპორტირებული მოცულობის 0.5 პროცენტს შეადგენს. მისი განცხადებით, წელს უკან გამობრუნების მხოლოდ 2 შემთხვევა დაფიქსირდა.

 

„ამ შემთხვევაში ძალიან მცირედით აჭარბებს აფლატოქსინის შემცველობა დასაშვებ ნორმას. ევროპული კანონმდებლობით 1 კილოგრამ თხილზე 5 მიკროგრამი დასაშვები ნორმაა, ამერიკაში კი ეს ორჯერ მეტია. წელს უკან გამობრუნებული ტვირთის ხელახლა გადამოწმება მოხდა, თუმცა, მათში აფლოტექსინის ნორმაზე მაღალი მაჩენებელი ზოგიერთში არ დადასტურდა. ამ შემთხვევაში ჩვენ მეწარმეს ორი სახის მოქმედების უფლებას ვაძლევთ. პირველი - ძალიან დაბინძურებული თხილისგან ზეთის გამოხდა, შედარებით მცირედის შემთხვევაში - ჯანსაღ თხილში შერევა, რომლის შემდეგაც აფლატქოსნის პარამეტრი ნორმაში ჩაჯდება"-აცხადებს კალანდაძე.

 

კითხვაზე, ქართული თხილი საექპორტო ბაზრებზე კონკურენციას უწევს თუ არა სხვა ქვეყნებში წარმოებულ თხილს და საქართველოში დაცულია თუ არა ყველა ის სტანდარტი, რაც საერთაშორისოდაა აღიარებული, კალანდაძე განმარტავს, რომ ამ მხრივ სამუშოა. თუმცა, მისივე მტკიცებით, ბაზარზე არიან კომპანიები, რომლებსაც თანამედროვე საშრობი სისტემები დანერგილი აქვთ და მათ მიერ გამოშვებული პროდუქცია საერთაშორსო ბაზარზე კონკურენტუნარიანია.

 

კალანდაძის განმარტებით, ხარისხიანი პროდუქციის მისაღებად რამდენიმე კომპონენტის დაკმაყოფილებაა საჭირო. მათ შორისაა, თხილის დროული გასხვლა, შეწამვლა,მოკრეფა,გაშრობა, შენახვა. „სრული ჯაჭვი უნდა იყოს გაკონტრებული და ამას სამინისტრო აკეთებს. ქართული თხილი რომ სტანდრატებს არ აკმაყოფილებდეს, ის ევროპულ ბაზარზე ვერ გავიდოდა . "-აცხადებს კალანდაძე.

 

მისი განცხადებით, ფერმერებს შიდა კონტროლის მექანიზმები დანერგილი აქვთ, რადგან იციან, რომ თუ მათი პროდუქცია სტანდარტებს ვერ დაკმაყოფილებს, ისევ თვითონ დაზარალდებიან.

 

ქართული თხილის ევროპის ბაზარზე აკრძალვის შესახებ გავრცელებულ ცნობას თხილის ექსპორტიორები კატეგორიულად უარყოფენ. მეტიც, მათი განცხადებით, ქართული თხილი ევროპაში ცნობილი ბრენდია.

 

თხილის ექსპორტიორი კომპანია Nut.ge-ს დამფუძნებელი და თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის გამგეობის წევრი მამუკა ბერიაშვილი, განმარტავს, რომ ქართულ თხილში აფლატოქსინი დასაშვებ ნორმაშია. მისი განცხადებით, ეს არის ძალიან ცუდი პიარი და უცოდინარი და არაკომპეტენტური ადამიანების ნათქვამი. როგორც ბერიაშვილი განმარტავს, ხანდახან ანალოგიური ნივთიერება ათჯერ და ოცჯერ მეტია თურქულ და აზერბაიჯანულ თხილში, თუმცა, მათთვის ამას პრობლემა არასდროს შეუქმნია.

 

„ყველა ქვეყანას თავისი დასაშვები ნორმა აქვს. აფლატოქსინების ჯგუფი ევროპაში ახლა განსაზღვრულია კილოგრამში 10 მიკროგრამი. ადრე კი ეს მაჩვენებელი 1 ან 2-ი იყო. ევროპაში ჯანმრთელობისთვის საზიანოდ კილოგრამ თხილში უკვე 5 და 10- მიკროგრამიც აღარ ითვლება. საზიანო იქნება თუ ერთჯერადად ადამიანმა 10 კილოგრამზე მეტი აფლატოქსინით დაავადებული თხილი მიირთვა", - აცხადებს ბერიაშვილი.

 

მისი მტიცებით, დღეს ქართული თხილი ბრენდია და კონკურენციას თურქულს, აზებაიჯანულ და ესპანურ თხილსაც კი უწევს. დღეს ქართული თხილი გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე თურქული და აზერბაიჯანული.

 

„როდესაც ევროპელი ქართულ თხილს ყიდულობს, აფლატოქსინის არ ეშინია. ევროპელები ხშირად მეუბნებიან, რომ ქართულ თხილს იმიტომ ყიდულობენ, რომ აქ რისკი ყველაზე დაბალია."-აცხადებს ბერიაშვილი.მისი თქმით, კომპანია თხილის ექსპორტს აწარმოებს საკმაოდ ბევრ ქვეყნებაში. მათ შორის, ევროპის, აზიისა და რამდენიმე აფრიკულ ქვეყანაში. 

 

კოოპერატივი თაია 2014-ის ხელმძღვანელი ნეოდი ოთხოზორია აცხადებს, რომ ჩხოროწყუს რაიონში 20 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე თხილის პლანტაციები წლების განმავლობაში აქვს და მის გადამუშავებას ახდენს. ნაკლები რაოდენობის და ფინანსების გამო პროდუქცია ექსპორტზე ვერ გააქვს, თუმცა, განმარტავს, რომ ქართული თხილი საერთაშორისო ბაზარზე სრულად აკმაყოფილებს სტანდარტებს და ის კონკურენტუნარიანია.

 

ოთხოზორიას განცხადებით, იმისთვის,რომ თხილში აფლატოქსინი დადგენილ ნორმაში იყოს, აუცილებელია პროდუქციის სტანდარტების დაცვით შენახვა. საუბარია,საშრობ სისტემებზე, რომელიც ძალიან ბევრ ფერმერს არ გააჩნია. „თხილს როდესაც ავიღებთ, მას ვაშრობთ და მყიდველს ასე ვაბარებთ. ჩვენ საშრობი სისტემები არ გვავქს,რადგან ეს ძალიან დიდ ფინანსებთანაა დაკაშირებული"-აცხადებს ოთხოზორია.

 

„საქსტატის" ინფორმაციით, საექსპორტო პროდუქტებს შორის თხილს ერთ-ერთი ლიდერი პოზიცია უკავია და ის 2016 წლის მონაცემებით, პირველ ხუთეულშია.

 

წყარო: commersant.ge