გაზის ტარიფი გაიზარდა

2017.07.18 13:24:07
გაზის ტარიფი გაიზარდა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ სხდომაზე გაზის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

გუშინ სემეკ-მა "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას" 2017-2018 წლების ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ტარიფი დაუდგინა. თბოელექტროსადგურებისთვის, "ყაზბეგი გაზისთვის", "დუშეთი გაზისთვის" და დანარჩენი მომხმარებლებისთვის გაზის ტრანსპორტირების ერთიანი ტარიფი 1 კუბურ მეტრზე 1.884 თეთრი იქნება (დღგ-ს გარეშე). ტარიფი 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

 

გაზის ტრანსპორტირების ტარიფი 1 კუბურ მეტრზე საშუალოდ 0.5 თეთრით გაიზარდა.