ყველაზე მოთხოვნადი კადრები - ვის ეძებენ დამსაქმებლები

2019.12.02 17:38:37
ყველაზე მოთხოვნადი კადრები - ვის ეძებენ დამსაქმებლები

საქართველოში დასაქმებულების 1/3-ზე მეტი ვაჭრობის და მომსახურების სექტორშია, -ეკონომიკის სამინისტრომ შრომის ბაზრის ახალი კვლევა გამოაქვეყნა, კერძო სააგენტოს - HR.GE ვაკანსიების 31.5% სერვისის და გაყიდვების სფეროში დასაქმებულებზე მოდის. მაღალია მოთხოვნა ტექნიკოსებზე (22,2%), სპეციალისტებსა (15,4%) და ოფისის დამხმარე პერსონალზე (13,9%).

 

 

მაღაზიის კონსულტანტ-გამყიდველებზე (12,453), მიმტანებზე (1,569), უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებზე (1,532), გაყიდვების ოფიცერსა (1,391) და მზარეულებზე (1,099).ტექნიკოსების და დამხმარე სპეციალისტების ძირითადი ჯგუფიდან, 72.2% ბიზნეს და ადმინისტრირების მიმართულებაა, მრავლადა კომერციული გაყიდვების წარმომადგენლები (5,237), საკრედიტო სესხის ოფიცრები (1,720), ოფისის ზედამხედველები (1,628) და სადაზღვეო წარმომადგენლები (846).

 

 

ტექნიკოსებისა და დამხმარე სპეციალისტების ძირითადი ჯგუფის მსგავსად ლიდერობს ბიზნესისა და ადმინისტრირების სპეციალისტები (39,4%), რაც ბუღალტრის (2 457) ვაკანტური პოზიციების სიმრავლითაა განპირობებული.

 

მაღალია მოთხოვნა ბუღალტრებზე, რომლებიც რიგ შემთხვეებში დასაქმებულები არიან ერთზე მეტ სამუშაო ადგილას და იურიდიული სუბიექტების დაფუძნების პარალელურად იზრდება მათზე მოთხოვნა.

ბიზნესისა და ადმინისტრირების სპეციალისტებიდან გამოცხადებული ვაკანსიების სიმრავლით გამოირჩევა: საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები (534), პერსონალისა და კარიერის წინსვლის სპეციალისტები (390) და ფინანსური ანალიტიკოსები (226). ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებიდან ყველაზე მეტი ვაკანსიაა ფარმაცევტებზე (330). ამის გარდა მაღალია მოთხოვნა მედიცინის სპეციალისტ-პრაქტიკოსებზე (230).

 

 

მაღალია მოთხოვნა: პროგრამისტებზე (902), მონაცემთა ბაზის დიზაინერებზე (131) და კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების განვითარების სპეციალისტებზე (72).

 

 

მენეჯერების პოზიციებზე გამოქვეყნებული ვაკანსიები საერთო ვაკანსიების 2,5%-ს შეადგენს. აქედან, თითქმის ნახევარი მოდის ადმინისტრაციულ და კომერციულ მენეჯერებზე (49,2%). კერძოდ, ფართოდ არის წარმოდგენილი მოთხოვნა ფინანსურ მენეჯერებზე (267), რომელთა ფუნქციებში შედის საწარმოს ფინანსური საქმიანობის დაგეგმვა, წარმართვა და კოორდინაცია. მენეჯერული პოზიციებიდან ასევე მოთხოვნაა რესტორნებისა (227) და სასტუმროების (94) მენეჯერებზე, რაც აიხსნება ბოლო წლებში ქვეყანაში ტურისტული ინდუსტრიის განვითარების ტენდენციით, საერთაშორისო ვიზიტორების ზრდიისა და განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციებით, რამაც საქსტატის მიხედვით 2018 წელს 6,2% შეადგინა.

 

წყარო :https://commersant.ge/