საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი იზრდება

2019.12.02 14:00:21
საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი იზრდება

ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) წინასწარი მონაცემებით, იმპორტირებული ელექტროენერგიის დაახლოებით 60 პროცენტი საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა, 40 პროცენტი კი აზერბაიჯანიდან.

საქართველოში მიმდინარე წლის ნოემბერში ელექტროენერგიის იმპორტმა დაახლოებით 200 მილიონი კვტ.სთ შეადგინა, რაც წინა წლის ნოემბერზე დაახლოებით 10 პროცენტით ნაკლებია.

იმპორტის კლება შედარებით დაბალ მოხმარებას უკავშირდება, რაც, თავის მხრივ, კლიმატური პირობებით არის განპირობებული.

ამასთან, იანვარ-ნოემბერში ელექტროენერგიის იმპორტმა საქართველოში დაახლოებით 1415 მილიონი კვტ.სთ შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 10 პროცენტით მეტია. 

 

წყარო: https://imedinews.ge/ge/