ყვარლის მუნიციპალიტეტში 15 წლის გოგონა გაუჩინარდა

2019.11.13 15:48:17
ყვარლის მუნიციპალიტეტში 15 წლის გოგონა გაუჩინარდა

პოლიცია ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდიდან გაუჩინარებულ არასრულწლოვან გოგონას ეძებს. 

გოგონა ბოლოს თანაკლასელებმა სკოლაში ნახეს. მათი თქმით, გოგონამ მე-5 გაკვეთილიდან საკუთარი ნივთები აიღო და წავიდა. ამის შემდეგ 15 წლის გოგონა ნაცნობებმა თბილისის მიკროავტობუსში შენიშნეს, ბოლოს კი ის ისანი-სამგორის ტერიტორიაზე დააფიქსირეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებას ისანი-სამგორის პოლიცია აწარმოებს. მოკვლევა 143-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.