ავალდებულებს თუ არა ისლამი არასრულწლოვნებს ქორწინებას

2019.11.07 12:00:19
ავალდებულებს თუ არა ისლამი არასრულწლოვნებს ქორწინებას

ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბით და­სახ­ლე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში, კვლავ გა­და­უჭ­რელ პრობ­ლე­მად რჩე­ბა გო­გო­ე­ბის ქორ­წი­ნე­ბის მიზ­ნით თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის შემ­თხვე­ვე­ბი. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 2017 წლის მო­ნა­ცემ­თან შე­და­რე­ბით (835 არას­რულ­წლო­ვა­ნი მშო­ბე­ლი), მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი შემ­ცი­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა კვლავ მა­ღა­ლია ბავ­შვის და­ბა­დე­ბი­სას არას­რულ­წლო­ვან მშო­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა. კერ­ძოდ, 2018 წელს მშობ­ლად 715 არას­რულ­წლო­ვა­ნი დედა და 23 არას­რულ­წლო­ვა­ნი მამა და­რე­გის­ტრირ­და.

 

ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბის პრაქ­ტი­კას­თან ერ­თად, კვლავ გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნე­ბის ნიშ­ნო­ბა. სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 150’1 მუხ­ლით, რო­მე­ლიც ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს – სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა მოჰ­ყვა 16 შემ­თხვე­ვას, ხოლო 5 შემ­თხვე­ვა­ში სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო.

 

ავალ­დე­ბუ­ლებს თუ არა ის­ლა­მი მუს­ლი­მებს ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბას, რა­ტომ ათხო­ვე­ბენ მშობ­ლე­ბი სკო­ლის პე­რი­ო­დი­დან ქა­ლიშ­ვი­ლებს, მოხ­დე­ბა თუ არა ის­ლა­მუ­რი თე­მის გა­ყო­ფა ად­რე­ულ ქორ­წი­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბის გამო და რა­შია გა­მო­სა­ვა­ლი, ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მუს­ლიმ­თა სამ­მარ­თვე­ლოს შე­ი­ხი რა­მინ იგი­დო­ვი ესა­უბ­რა.

 

- მუს­ლიმ­თა თემ­ში, ად­რე­ულ ქორ­წი­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სხვა­დას­ხვა არ­გუ­მენ­ტი მუ­სი­რებს. მათ შო­რის ისიც, რომ ამას მშობ­ლებს ის­ლა­მი ავალ­დე­ბუ­ლებს. თქვენ, რო­გორც სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა, რომ გან­გვი­მარ­ტოთ, რას ით­ვა­ლის­წი­ნებს ის­ლა­მი ად­რე­ულ ქორ­წი­ნე­ბას­თან და­კავ­შრე­ბით და ადა­თის მი­ხედ­ვით, არის თუ არა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ გოგო ად­რე­ულ ასაკ­ში უნდა გა­თხოვ­დეს?

 

- სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო პე­რი­ოდ­ში, მო­სახ­ლე­ო­ბას ის­ლა­მი, რო­გორც რე­ლი­გია, კარ­გად არ აქვს გა­თა­ვი­სე­ბუ­ლი, კარ­გად არ ეს­მით გან­მარ­ტე­ბა და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, არას­წორ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით იცი­ან რე­ლი­გია. ეს კი მათ პრაქ­ტი­კულ ცხოვ­რე­ბა­სა და არას­წო­რი ადა­თე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე აი­სა­ხე­ბა. მე­ო­რე მხრივ, ხში­რად კონ­კრე­ტუ­ლი თემი, არა მხო­ლოდ მუს­ლი­მე­ბი, სხვა რე­ლი­გი­ის მიმ­დევ­რე­ბიც გარ­კე­ვულ ადათ-წე­სებს, მავ­ნე ჩვე­ვებს, რე­ლი­გი­ის სა­ხე­ლით ამარ­თლე­ბენ ხოლ­მე, რაც არის არას­წო­რი. თვი­თონ ის­ლამ­ში, ქორ­წი­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არ არის რა­ი­მე ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ან კონ­კრე­ტუ­ლი ასა­კი არ არის გა­მო­ყო­ფი­ლი, მაგ­რამ ყვე­ლამ იცის, რომ ის­ლამ­ში მო­ზარ­დებს, გარ­კვე­ულ ასაკ­ში მიღ­წე­ვი­სას ევა­ლე­ბათ სა­ვალ­დე­ბუ­ლო ღვთის­მსა­ხუ­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ ქორ­წი­ნე­ბა­ზე არა­ნა­ი­რი ასა­კი და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს.

 

ქორ­წი­ნე­ბა ის­ლამ­ში მო­სა­წო­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, მაგ­რამ არა სა­ვალ­დე­ბუ­ლო. მუს­ლი­მი არ არის ვალ­დე­ბუ­ლი გინ­და თუ არა ოჯა­ხი შექ­მნას, მაგ­რამ თუ და­ქორ­წინ­დე­ბი, სა­ვალ­დე­ბუ­ლოა ოჯა­ხის რჩე­ნა­ზე ვალ­დე­ბუ­ლე­ბის აღე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში, თუ წყვი­ლი გა­და­წყვეტს და­ქორ­წი­ნე­ბას, მა­მა­კა­ცი ვალ­დე­ბუ­ლია არ­ჩი­ნოს ოჯა­ხი. ამას რე­ლი­გია ავალ­დე­ბუ­ლებს. მარ­თა­ლია კონ­კრე­ტუ­ლი ასა­კი არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი არ­სე­ბობს რე­ლი­გი­ა­ში, რი­თაც მიხ­ვდე­ბით რა ასაკ­ში შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბა. პირ­ველ რიგ­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნის სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. თუ ადა­მი­ანს სო­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი არ გა­აჩ­ნია, ამ შემ­თხვე­ვა­ში ის­ლა­მი მი­ზან­შე­წო­ნი­ლად არ თვლის ქორ­წი­ნე­ბას. მე­ო­რე არის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ორი­ვე, გო­გოც და ბი­ჭიც მზად უნდა იყ­ვნენ და ბავ­შის აღ­ზრდა -გა­ნათ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დეთ, მე­სა­მე არის ბი­ო­ლო­გი­უ­რი მზად­ყოფ­ნა, თუნ­დაც ორ­სუ­ლო­ბის­თვის და ცოლ-ქმრუ­ლი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის­თვის მომ­ზა­დე­ბა. მე­ო­თხე - ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მზად­ყოფ­ნაა. ამ ოთხი­ვე კრი­ტე­რი­უმს წყვი­ლი თუ აკ­მა­ყო­ფი­ლებს, ამ შემ­თხვე­ვა­ში ის­ლა­მი ქორ­წი­ნე­ბას და­საშ­ვე­ბად თვლის, მაგ­რამ კონ­კრე­ტუ­ლად ასაკს არ უთი­თებს.

 

- თქვენ ახ­სე­ნეთ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბი ის­ლა­მის გა­გე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რო­გორ ფიქ­რობთ, მშობ­ლე­ბი გან­გებ ხომ არ იყე­ნე­ბენ ის­ლამს თა­ვის გა­სა­სა­მარ­თლებ­ლად? ამ შემ­თხვე­ვა­ში მათი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა ხომ არაა სა­ჭი­რო?

 

- სამ­წუ­ხა­როდ, მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი არას­წო­რი, მავ­ნე ადათ-წე­სე­ბი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს, რო­მე­ლიც ჩვენს თემ­შია ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი. ხშირ შემ­თვე­ვა­ში, ადა­მი­ა­ნე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ თუ 18 წელს გა­დაც­და და არ გა­თხოვ­და, მას უკვე ში­ნა­ბე­რად მი­ი­ღე­ბენ. ყვე­ლა ცდი­ლობს, რომ გოგო 18 წლამ­დე გა­ა­თხო­ვოს, რათა ში­ნა­ბე­რას სტა­ტუ­სი არ მი­ე­ნი­ჭოს, რაც რა თქმა უნდა, არას­წო­რი და მავ­ნე ტრა­დი­ცი­აა. ერთ-ერთი მი­ზე­ზი ეს არის. ასე­ვე, მშობ­ლე­ბი გო­გოს ყო­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას იხ­სნი­ან. თქვენ იცით, რომ ქა­ლიშ­ვილს ბევ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვს. და­ვუშ­ვათ, ოჯახს უჭირს და მათი გოგო მდი­დარ ბიჭს მო­წონს... ფიქ­რო­ბენ, რომ თუ მდი­დარ, შეძ­ლე­ბულ ადა­მი­ანს გაჰ­ყვე­ბა, რაც მალე გა­ა­თხო­ვე­ბენ და თა­ვის ად­გილს იპო­ვის, უკე­თე­სია.

 

ხშირ შემ­თვე­ვა­ში, ოჯა­ხე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ძი­რით­დად მა­მა­კაც­მა უნდა იმუ­შა­ოს და არა - გო­გომ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სწავ­ლა­ში და­ხარ­ჯუ­ლი ფული ტყუ­ი­ლი ჰგო­ნი­ათ. ამი­ტო­მაც, არ ას­წავ­ლი­ან. თუ უფრო მორ­წმუ­ნე და ტრა­დი­ცი­უ­ლი ოჯა­ხე­ბია, იქ გო­გოს და­საქ­მე­ბა არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი და იქ ძი­რი­თა­დად ბიჭ­ზე არი­ან ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რომ ას­წავ­ლონ და გა­ნათ­ლე­ბა მი­ა­ღე­ბი­ნონ, ვიდ­რე გო­გოს.

 

 

 

- თქვენ გყავთ გო­გო­ნა? უწყობთ ხელს სწავ­ლა­ში?

 

- სამ­წუ­ხა­როდ, მე ქა­ლიშ­ვი­ლი არ მყავს, ბი­ჭე­ბი მყავს შვი­ლე­ბი, მაგ­რამ ჩემს ოჯა­ხის წევ­რებს, ახ­ლობ­ლებს, ვი­საც ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი ჰყავთ, ყო­ველ­თვის ვურ­ჩევ რომ გო­გო­ზე იზ­რუ­ნონ, რათა ის­ლა­მის მი­ხედ­ვით, გო­გო­ნა მშობ­ლე­ბი­სათ­ვის არის დიდი წყა­ლო­ბა ღმერ­თის­გან, რად­გან ის­ლამ­ში ასე­თი აზრი არ­სე­ბობს : "სა­მო­თხე დე­დის ფე­ხებ ქვეშ არის გა­გე­ბუ­ლი" და შე­სა­ბა­მი­სად, ქა­ლიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბა, ყვე­ლა ოჯა­ხის­თვის არის დიდი წყა­ლო­ბა

 

- თქვენ რა ასაკ­ში მო­იყ­ვა­ნეთ ცოლი და მას თუ აძ­ლევ­დით გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ლე­ბას?

 

- მე, რო­დე­საც და­ვო­ჯახ­დი, ჩემი მე­უღ­ლე 22 წლის იყო. მას მხო­ლოდ სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბა ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, შემ­დეგ როცა ოჯა­ხი შევ­ქმე­ნით, უმაღ­ლეს­ში არ ჩა­უ­ბა­რე­ბია, მაგ­რამ გარ­კვე­ულ კურ­სებ­ზე და­დი­ო­და, რაც მას აინ­ტე­რე­სებ­და. დღე­საც ენის კურ­ზე და­დის. პრობ­ლე­მა არ მაქვს. თუ მას სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბა, ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­ვუ­წყობ ხელს, რომ ის­წავ­ლოს.

 

- მინ­და, გარ­დაბ­ნის სო­ფელ თა­ზა­ქენდში მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვა გა­ვიხ­სე­ნო, როცა გე­ოგ­რა­ფი­ის მას­წავ­ლე­ბელს, ჰა­მიდ სა­დი­კოვს, სოფ­ლის ცენ­ტრში ის­ლა­მის თე­მის უხუ­ცე­სებ­მა ბო­დი­ში მო­ახ­დე­ვი­ნეს და სა­ჯა­როდ შე­უ­რა­ცჰ­ყო­ფა მი­ა­ყე­ნეს... რო­გორ აფა­სებთ ამ მიდ­გო­მას უხუ­ცე­სე­ბის მხრი­დან? რე­ლი­გი­უ­რად ასე­თი ქმე­დე­ბა რამ­დე­ნად გა­მარ­თლე­ბუ­ლია?

 

- მი­ვე­სალ­მე­ბი იმ ფაქტს, რომ რო­გორც ახალ­გაზ­რდა მას­წავ­ლე­ბელ­მა და ახალ­გაზ­რდა პი­როვ­ნე­ბამ თა­ვი­სი აზრი და­აფ­ქ­სი­რა. მისი სრუ­ლი უფ­ლე­ბა იყო და მე ვფიქ­რობ, ვალ­დე­ბუ­ლიც იყო, რომ მსგავს სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, ეს პო­ზი­ცია და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნა. მე მას მხარს ვუ­ჭერ, მაგ­რამ მის და­წე­რილ სტა­ტუს­ში არ­სე­ბობს კრი­ტი­კა, ასე­ვე იყო შე­უ­რა­ცხყო­ფაც. ჩემი აზ­რით, ის, რა­მაც დიდი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია მო­სახ­ლე­ო­ბა­ში, მის სტა­ტუს­ში არ­სე­ბუ­ლი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბი იყო. ის­ლა­მის რე­ლი­გი­ა­ში ასე­თი გა­მო­ნათ­ქვა­მია: ყო­ველ­თვის აკ­რი­ტი­კეთ, მაგ­რამ ნუ შე­უ­რაცმყოფთ. აქამ­დე მსგავს სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რი სტა­ტუ­სი და­წე­რი­ლა, მაგ­რამ არას­დროს მსგავ­სი რე­აქ­ცია არ მოჰ­ყო­ლია, რად­გან მან უხუ­ცე­სე­ბი შე­უ­რა­ცხყო, ამან დიდი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

 

- რო­გორ ფიქ­რობთ, ად­რე­ულ ქორ­წი­ნე­ბა­ზე არ­სე­ბუ­ლი აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა მუს­ლი­მებ­თა თე­მის გახ­ლე­ა­ჩას ხომ არ გა­მო­იწ­ვევს?

 

- ჩვენ გვქონ­და მსგავ­სი შეხ­ვედ­რე­ბი, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბას მო­ვუ­წო­დებ­დით, რომ შე­ე­კა­ვე­ბი­ნათ თავი ად­რე­ულ ასაკ­ში შვი­ლე­ბის და­ქორ­წი­ნე­ბის­გან, სკო­ლი­დან მო­წყვე­ტის­გან და ოჯა­ხურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თვის­გან. ვფიქ­რობ, არ მოხ­დე­ბა თა­ო­ბებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა, რად­გან თით­ქმის უკვე ყვე­ლამ იცის, რომ ეს არ არის სწო­რი საქ­ცი­ე­ლი და ეს ქმე­დე­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დას­ჯა­დი­ცაა. ჩვენც ჩვე­ნის მხრივ, რო­გორც მუს­ლიმ­თა სამ­მარ­თვე­ლო, რე­გი­ო­ნებ­ში სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო შეხ­ვედ­რებს ხში­რად გავ­მარ­თავთ.

 

- ადრე უფრო ხში­რად ხდე­ბო­და მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი და მუს­ლიმ­თა ახალ­გაზ­რდო­ბა ხმას არ იღებ­და თუნ­დაც მო­ტა­ცე­ბის, ან გა­თხო­ვე­ბის ფაქ­ტებ­ზე. ახლა რა შე­იც­ვა­ლა თქვე­ნი აზ­რით, რა­ტომ აპ­რო­ტეს­ტე­ბენ სა­ჯა­როდ?

 

- 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა და შემ­დეგ უმაღ­ლეს­ში სწავ­ლა სა­ჭი­როა, რომ რა­ღაც პრო­ფე­სი­ას და­ე­უფ­ლო. ეს ასა­კი და­ახ­ლო­ე­ბით 20-22 წლის შუ­ა­ლე­დებ­ში თა­მა­შობს, ხოლო ტრო­პი­კულ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი ბი­ო­ლო­ო­გი­უ­რად და ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რად ადრე მწიფ­დე­ბი­ან, იქ შე­იძ­ლე­ბა ეს ასა­კი უფრო და­ბა­ლიც იყოს. ანუ დრო­ი­სა და ად­გი­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ კრი­ტე­რი­უ­მებს, შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­სი ასა­კი ჰქონ­დეს. ბოლო პე­რი­ოდ­ში, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი გო­გო­ნე­ბის უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში ჩა­რი­ცხვის რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდამ სტი­მუ­ლი მის­ცა სხვა მო­ზარ­დებ­საც, რომ მა­თაც ის­წავ­ლონ. მიხ­ვდნენ, რომ წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად ქორ­წი­ნე­ბა და სა­ო­ჯა­ხო ცხოვ­რე­ბა­ში ჩარ­თვა ხელ­საყ­რე­ლი არ არის. სწო­რედ ეს იყო წარ­მა­ტე­ბის ძი­რი­თა­დი შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი ქმე­დე­ბა, ამი­ტო­მაც ამან გა­მო­იწ­ვია პრო­ტეს­ტი ადა­მი­ა­ნებ­ში და აზ­რის შეც­ვლა, რაც მათ გან­ცხა­დე­ბებ­შიც აი­სა­ხა.

https://www.ambebi.ge