წარმატებული შვედი ქალის ქართული ისტორია

2019.11.06 17:21:06
წარმატებული შვედი ქალის ქართული ისტორია

წარმატებული შვედი ქალის, კარინა ვამლინგის ისტორია, რომელიც  მალმოს უნივერსიტეტის კავკასიური კვლევების განყოფილების ხელმძღვანელი და რუსეთისა და კავკასიის რეგიონული კვლევების ცენტრის თანათავმჯდომარეა (Russia and the Caucasus Regional Research). მას აქვს პროფესორის წოდება კავკასიოლოგიაში და არის კავკასიური კვლევების სექტორის ხელმძღვანელი. ის 30 წელზე მეტია საქართველოსთან ურთიერთობს და კავკასიურ თემაზე 4 მონოგრაფია და მრავალი წერილი აქვს. 

 

 

- თქვენი ცხოვრების გზა ძალიან საინტერესოა. ალბათ ჩვენ მკითხველსაც დააინტერესებს ერთ-ერთი წარმატებული ქალის ისტორია, რომელმაც ბევრი იშრომა იმისთვის რომ წარმატებისთვის მიეღწია, დახმარებოდა ხალხს და უფრო მეტი ცნობიერება ჩამოეყალიბებინა საზგადოებისთვის კავკასიური თემატიკის ცოდნის მხრივ. 

  მოგვიყევით თქვენი და საქართველოს ურთიერთობაზე. 

 

- უკვე ოცდათ წელზე მეტია მაქვს საქართველოსთან ურთიერთობა.

დავინტერესდი კავკასიური ენებით დოქტორანტურის დროს და ჩამოვედი სტაჟირებაზე 1987 წელს თბილისის უნივერსიტეტში სათანადო მასალისა და კონსულტაციის მისაღებად ჩემი დისერტაციისათვის. დავიცავი დისარტაცია შვედეთში ლუნდის უნივერსიტეტში 1989 წელს. 

აქამდე დიდიხნის ურთიერთობა მაქვს ბევრ ქართველ კოლეგებთან. ხშირად ჩამოვდივარ კონფერენციებზე საქართველოში, მაგრამ აგრეთვე ვატარებ საერთოშორისო კონფერენციებს შვედეთში. 

 

- საკმაოდ ცნობილი ხართ იმ დარგში, რაშიც მოღვაწეობთ, რთული იყო ცხოვრების ამ ეტაპამდე მისვლა? 

 

- დიახ, რასაკვირველია, სამეცნიერო გზა საკმაოდ რთულია. ჩემ მაგალითზე განსაკუთრებით, იმიტომ რომ საბჭოთა პერიოდში როცა დავიწყე ჩემი გზა, ჩემი თემატიკა იყო ნაკლებად ცნობილი ევროპაში. ახლა კი იგრძნობა საკმაოდ დიდი ინტერესი საქართველოს და მთლიანად კავკასიის მიმართ.

 

- ნაშრომები თუ გაქვთ შექმნილი კავკასიურ თემაზე და ძირითადად რა საკითხებს მოიცავს ის? 

 

- კავკასიურ თემაზე მაქვს ოთხი მონოგრაფია და მრავალი წერილები სხვადასხვა კრებულებში და ჟურნალებში, ვარ ხუთი კრებულის რედაქტორი. ახლახან ჩემი ბოლო წერილი გამოვიდა კრებულში, რომელიც იყო მიძღვნილი აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის 90 წლისთავს. ჩემი ნაშრომები მოიცავს კავკასიური ენების სხვადასხვა ასპექტებს, მაგალითად, ენა და საზოგადოება, ენობრივი პოლიტიკა, უმცირესობათა ენები, განსაკუთრებით მაინტერესებს ქართველური და ჩერქეზული  ენები. ასევე პუბლიკაციები ფართო დისციპლინარულ დარგში, მაგალითად, სოჭის ოლიმპიადის თემაზე.

 

- ამჟამად სად მოღვაწეობთ და უშუალოდ ყოველდღიურად რა საქმით ხართ დაკავებული? 

 

- ამჟამად ვმუშობ  მალმიოს უნივერსიტეტში, ფაკულტეტზე კულტურა და საზოგადოება, მაქვს პროფესორის წოდება კავკასიოლოგიაში და ვარ კავკასიური კვლევების სექტორის ხელმძღვანელი. ასევე მე და ჩემი კოლეგა პროფესორი ბუ პეტერსონი ვართ რუსეთისა და კავკასიური რეგიონალური კვლევითი ცენტრის დამაარსებლები (Russia and the Caucasus Regional Research, RUCARR). ამ ცენტრში ვატარებთ საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებს. ამა წლის ნოემბრის ბოლოს ტარდება კონფერენცია მედია და სოცმედიას როლი რუსეთსა და კავკასიაში.

 

 

- სანამ საქმიანობის სფეროზე გადავალთ, საინტერესოა თქვენი ქორწინების ისტორია. როგორც ვიცით სოხუმში იქორწინეთ. როგორ დაიწყო ეს ამბავი, რომელიც ამ არაჩვეულებრივ ადგილზე ქორწინებით დაგვირგვინდა? 

 

- უნივერსიტეტში 1987 წელს გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე კავკასიოლოგ-ბასკოლოგი რევაზ ჭანტურია. ჩვენი ქორწილი იყო სოხუმში1989 წლის ზაფხულს. ვინაიდან ის იყო სოხუმიდან, ბუნებრივია, რომ  ჩვენი ქორწილი იყო სოხუმში, სადაც ცხოვრობდა მისი მშობლები და ნათესავები. საკმაოდ დიდი დაბრკოლებების გადალახვის შემდგომ მოხდა ამ ქორწილზე ჩემი ნათესავებისა და მეგობრების დასწრება.

 

- თქვენი სალექციო კურსის შესახებ ცნობილია ჩვენთვის, მოგვიყევით ამის შესახებ. 

 

- საფუძველი ჩავუყარე რამდენიმე სალექციო კურსებს ჯერ ლუნდის და შემდგომ მალმიოს უნივერსიტეტში, ბოლო ათი წლის განმავლობაში შევქმენი კავკასიური კვლევების (Caucasus Studies) კურსები. ეს კურსები გამოირჩევა იმით, რომ სწავლება ხდება ონლაინით ინგლისურ ენაზე.

 

- რას მოიცავს ონლაინ კურსი? და ვისთვისაა განკუთვნილი?

 

- კავკასიური კვლევები არის ფართო დისციპლინარული კურსი. ონლაინ კურსი მრავალმხრივად აშუქებს კავკასიურ რეგიონს, მათ ხალხებს, ენებს, გეოგრაფიას, ისტორიას, კულტყურას, რელიგიას, ასევე საზოგადოების პოლიტიკურ ასპექტებს, კონფლიქტებს, მიგრაციის საკითხებს.ჩვენ გვყავს სხვადასხვა სპეციალისტები კავკასიურ დარგში, რომლებიც ასწავლიან. ჩვენი კურსების სტუდენტებს განვლილი აქვთ სხვადასხვა საგნები, მაგალითად საერთაშორისო ურთიერთიობები, ევროპის კვლევები, მიგრაციის საკითხები, მშვიდობა და კონფლიქტები.ამის გარდა უნდა აღვნიშნო, რომ შევადგინე ერთსემესტრიანი ქართული ენის კურსი დოცენტ რევაზ ჭანტურიასა და დოცენტ მანანა კობაიძესთან ერთად. უკვე იქნება 20 წელი რაც ეს კურსი არსებობს.

 

- არის თუ არა რაოდენობა შეზღუდული?

 

- პირველ სემესტრზე კავკასიოლოგიაში სწავლობს დაახლოებით ორმოცი სტუდენტი. რაც შეეხება სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ ქართულ ენას მათი რიცხვი აღემატება 25.

 

- რატომ არის მნიშვნელვანი ამ თემით საზოგადოების დაინტერესება და შესწავლა? 

 

- ვინაიდან კავკასია წარმოადგენს მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ რეგიონს სტუდენტები პოულობენ ჩვენთნ მრავალ საინტერესო დარგს კვლევისათვის. სხვათა შორის,ვამჩნევთ, რომ ჩვენი კურსებით არიან დაინტერესებული პირები, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა საერთშორისო ორგანიზაციებში. ყოველ სემესტრზე გვყავს ისეთი სტუდენტები, რომლებიც მუშაობენ ან ცხოვრობენ საქართველოში. მაგალითად, ქართული ენის კურსი გაიარეს და კარგად დაეფლენ დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის ელჩები საქართველოში.

 

 

- რამეთოდით ხდება მეცადინეობების ჩატარება და ბოლოს შესაბამისი კურსის გავლის დამადასტურებელ დოკუმენტს თუ გასცემთ? 

 

- კურსები ისწავლება უნივერსიტეტის ონლაინ-პლატფორმის საფუძველზე ლექციების, ვებსემინარების, ვიდეომასალების, სადისკუსიო ფორუმის საშუალებით. ბუნებრივია, რომ სტუდენტები, რომლებმაც გაიარეს ონლაინ-კურსები ღებულობენ ისეთივე დოკუმენტებს, როგორც ტრადიციული სწავლებით ადგილზე.

 

- ასაკი და ეროვნება თუ არის შეზღუდული?რა ენაზე ტარდება გაკვეთილები? 

 

- ჩვენ გვყავს სტუდენტები მრავალი ქვეყნებიდან, სხვადასხვა ასაკის, გამოცდილებისა და ეროვნების. მეცადინეობა ტარდება ინგლისურ ენაზე.

 

- რამდენი ხანი გრძელდება აღნიშნული კურსი? 

 

- კავკასიოლოგიის სრული კურსი მოიცავს ორ სემესტრს. ქართული ენა ისწავლება ერთი სემესტრი. არის ასევე ერთსემესტრიანი კურსი, რომელიც მოიცავს საველე სამუშაოს ადგილებზე.

 

- და ბოლოს, დაინტერესებულ პირებს როგორ შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ ან დაგიკავშირდნენ?

 

- კურსზე მოხვედრა ხდება განაცხადით ორჯერ წელიწადში ონლაინის საშუალებით. კურსზე მოხვედრისათვის აუცილებელია ინგლისური ენის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა. იხილეთ:

https://www.mah.se/caucasusstudies/courses?fbclid=IwAR21Ea3Cr6Yyp-FG0AgN0wjoia7sKQk-HkU9fnMQ87k9rZeeUsxPN5sfpZw