მამათმავლობაში „მხილებული“ მიტროპოლიტის სკანდალური წარსული

2019.11.06 14:06:22
მამათმავლობაში „მხილებული“ მიტროპოლიტის სკანდალური წარსული

მიტროპოლიტი ზოსიმე, ერისკაცობაში შოთა გიორგის ძე შიოშვილი

, დაიბადა 1951 წლის 3 აგვისტოს, თბილისში. მან საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1969 წელს, სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სატრანსპორტო ფაკულტეტზე. 1972-1974 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1974 წელს ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში.

 

 1975 წლის 21 ივლისს, სემინარიის II კურსზე ყოფნის დროს, იგი დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 1977 წლის 12 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესი დავით V-ის ლოცვა-კურთხევით მღვდლად აკურთხეს და სახელად ანტონი უწოდეს.  იგი მღვდლად  დაინიშნა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, პარალელურად ასრულებდა მცხეთის სასულიერო სემინარიის სასწავლო ინსპექტორის მოვალეობას.

 

1979 წელს დეკანოზის ხარისხში აიყვანეს. 1978 წლის 1 სექტემბრიდან 1980 წლის 1 ოქტომბრამდე მსახურობდა თბილისის მამა დავითის ეკლესიაში (მთაწმინდა).

 

 1980 წლის 13 ოქტიმბერს მამა ანტონი აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად ზოსიმე. ამ დროს იგი ასრულებდა მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორის მოვალეობას, კითხულობდა ლექციებს, ხელმძღვანელობდა სტუდენტთა პრაქტიკას. 1980 წლის 14 ოქტომბერს  არქიმანდრიტის, ხოლო 1983 წლის 14 ოქტომბერს ეპისკოპოსის ხარისხი აიყვანეს. 1984 წლიდან ეპისკოპოსი ზოსიმე გადაყვანეს წილკნის ეპარქიის მმართველად, 1985-1988 წლებში შეთავსებით მართავდა ურბნისის ეპარქიასაც. 1984-1992 წლებში მეუფე ზოსიმე იყო საქართველოს საპატრიარქოს საგამომცემლო განყოფილების თავმჯდომარე.

 

1988 წლის 1 ოქტომბერს თბილისში უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ღვაწლითა და ლოცვა-კურთხევით გაიხსნა სასულიერო აკადემია. თბილისშივე გადმოვიდა მცხეთის სასულიერო სემინარიაც, ეპისკოპოსი ზოსიმე დაინიშნა სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორად. მეუფე ზოსიმე 1989 წლის თებერვალში იძულებული გახდა გადამდგარიყო აკადემიის რექტორობიდან.

 

1996 წლის 25 დეკემბერს მეუფე ზოსიმე აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში. 2007 წლის 25 დეკემბერს დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით. 2009 წლის 26 სექტემბერს მიებოძა მიტროპოლიტობა.

 

შეგახსენებთ, მიტროპოლიტი ზოსიმე შიოშვილი მამა გიორგი სხილაძემ და სხვა მღვდელმთავრებმა მამათმავლობაში ამხილეს.