არჩილ თალაკვაძის პასუხი ქართულ მარშს ფილმზის პრემიარაზე "და ჩვენ ვიცეკვეთ"

2019.11.06 13:43:27
არჩილ თალაკვაძის პასუხი ქართულ მარშს ფილმზის პრემიარაზე "და ჩვენ ვიცეკვეთ"

არჩილ თალაკვაძის ამბობს:"თუ ვინმეს სურს პროტესტის გამოხატვა, შეუძლია ეს პროტესტი გამოხატოს მშვიდობიანი ფორმით

, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს.გარწმუნებთ, რომ ხელისუფლებას ვერავინ ვერაფერს ვერ მოუწყობს და საზოგადოებრივ წესრიგს არანაირი საფრთხე არ შეექმნება. რაც შეეხება თავად ფილმს და ხელოვნებას, ჩვენ გვაქვს თავისუფალი ქვეყანა, კულტურული საზოგადოება და ყველას შეუძლია ხელოვნებაში თავისი თავი გამოხატოს ისე, როგორც ამას საჭიროდ თვლის. შესაბამისად, აქ სხვა კითხვები არ არსებობს" - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

4 ნოემბერს მარშის ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რომ პრემიერას ჩაშლიან. საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძე კი განაცხადა, რომ ფილმის ჩვენებას ეკლესიის მხრიდან დიდი პროტესტი მოჰყვება.

 

ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინის ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ"-ის პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა.

 

ფილმის მთავარი პერსონაჟია მერაბი, რომელიც ბავშვობიდან ანსამბლში ქართულ ეროვნულ ცეკვებს ცეკვავს. მისი ცხოვრება ქარიზმატული ირაკლის მოულოდნელი გამოჩენისთანავე იცვლება. ირაკლიც ქართული ცეკვების მოცეკვავეა. 

 

ლევან აკინი ამბობს, რომ მისი ინსპირაციის წყარო საქართველო და საქართველოში 2013 წლის 17 მაისს განვითარებული მოვლენები იყო. ფილმში მთავარ როლებს ლევან გელბახიანი და ბაჩი ვალიშვილი ასრულებენ. ფილმის ჩვენების უფლება უკვე 20-ზე მეტმა ქვეყანამ შეიძინა.