2019 წელს საქართველოდან მსოფლიოში 75,6 მლნ-მდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული

2019.11.05 11:48:06
2019 წელს საქართველოდან მსოფლიოში 75,6 მლნ-მდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში

75,6 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 11%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 195 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 20%-ით მეტია.

ექსპორტი გაიზარდა შემდეგ ბაზრებზე: შშ - 51% (603762 ბოთლი), დიდი ბრიტანეთი - 3% (106855), პოლონეთი - 16% (3225982) და ჩინეთი - 12% (6060265), ლიეტუვა - 56% (570948), გერმანია - 34% (506565), ბელარუსი - 62% (2193257), ისრაელი - 85% (240893), ესტონეთი - 20% (559412), რუსეთი - 11% (47201598), მოლდოვა - 7090% (509018), ნიდერლანდები - 28% (81562), ჩეხეთი 98% - (66144), შვედეთი - 460% (64962), ბულგარეთი - 73% (32934), ავსტრალია - 16% (19756), კანადა - 12% (134850), მონღოლეთი - 38% (224652), და ა.შ.

 

მთლიანად ღვინის, ბრენდი, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 284 მლნ აშშ დოლარი, რაც 12%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.