რა ბედი ეწევა ქუთაისის დაკონსერვებულ პარლამენტს

რა ბედი ეწევა ქუთაისის დაკონსერვებულ პარლამენტს

 ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობა სავარაუდოდ, გაიყიდება.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უფუნქციოდ მყოფი შენობის პრივატიზებას გეგმავს.

 

თავის მხრივ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ „პარლამენტის ყოფილი შენობის საპრივატიზებოდ მომზადების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.“

 

როგორც ცნობილია, თავდაპირველი ინფორმაციით, პარლამენტის ყოფილ შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბის განთავსება იგეგმებოდა, თუმცა მიმდინარე წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს აღარ გადაეცემოდა და ის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა, რაც სააგენტოს უწყებაში დაუდასტურეს.

 

შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გასული წლის იანვრიდან დაბრუნდა, რის შემდეგაც შენობა ამ დრომდე დაკონსერვებულია.

 

 

ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ინიციატივით, 2010-2012 წლებში აშენდა და მისი მშენებლობა 340 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა.

 

წყარო: Commersant.ge

 

11h ago

თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდებათ ელექტრომომარაგება დღეს

თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდებათ ელექტრომომარაგება დღეს

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

 

სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 21 თებერვალს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

 

ნაძალადევის რაიონი

 

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, სოლომონ ქურდიანის, ბაგინეთის, ეკა ბეჟანიშვილის, ზესტაფონის, ტრაქტორის, ხვინგიას, წიწამურის, ჭყონდიდელის, სერგი ჭილაიას და ნათაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

 

სამგორის რაიონი

 

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, მოსკოვის გამზირის, ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, ვარკეთილი-3 II, IV მიკრორაიონების, გრიგოლ ლორთქიფანიძის და მიხეილ გახოკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

 

ისნის რაიონი

 

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ვლადიმერ ლობჟანიძის, რიჩარდ ჰოლბრუკის, საექიმოს და ნავთლუღის ქუჩების მაცხოვრებლებს.

 

ვაკის რაიონი

 

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და მოსაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

წყარო: Sputnik-georgia.com

 

 

 

11h ago

საქართველოში +18 გრადუსამდე დათბება - უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

საქართველოში +18 გრადუსამდე დათბება - უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

21-22 თებერვალს, საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +11, +16 გრადუსის ფარგლებში იქნება.

14h ago

საქართველოში პური ისევ გაძვირდება

საქართველოში პური ისევ გაძვირდება

საქართველოს რეგიონებში პურის ფასი გაძვირდა. სარეალიზაციო წერტილებში ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა. გაძვირების მიზეზად პურპროდუქტების წარმომადგენლები ფქვილზე ფასის მატებას ასახელებენ.

19 თებ 2020

დამტვრეული ავტომობილების „სასაფლაო“ თბილისის ცენტრში

დამტვრეული ავტომობილების „სასაფლაო“ თბილისის ცენტრში

თბილისის ცენტრში, სანაპიროზე BMW მარკის უამრავ დამტვრეულ ავტომობილს იხილავთ. ალბათ ყველასთვის მოულოდნელია მსგავსი სურათის ნახვა ქალაქის ცენტრში. მიუხედავად ამისა, წარსულში საკმაოდ პრესტიჟული და პოპულარული მანქანები ღია ცის ქვეშ ჟანგდება და ლპება.

19 თებ 2020

მალე თბილისში გიგანტური ავტობუსები იმოძრავებს

მალე თბილისში გიგანტური ავტობუსები იმოძრავებს

თბილისში, მომავალი კვირიდან ერთი თვის განმავლობაში, ღამის საათებში 18-მეტრიანი ავტობუსი სატესტო რეჟიმში იმოძრავებს, ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე ავრცელებს. 

19 თებ 2020

"ბიძინაური" - ახალი ქართული ღვინო ბაზარზე

"ბიძინაური" - ახალი ქართული ღვინო ბაზარზე

ახალი ქართული ღვინო ბაზარზე დღეს, 18 თებერვალს თემატურად გამოჩნდა. მოძრაობა 20/30-იანელებმა დღეს მათ მიერვე ჩამოსხმული ღვინის, „ბიძინაურის“, პრეზენტაცია გამართეს. ღონისძიება რიყის პარკში გაიმართა. დამსწრეებს მოძრაობის წევრებმა განუმარტეს, რომ ახალი პროდუქტი ივანიშვილის საპატივცემულოდ შეიქმნა.

 

 

„ბატონ ბიძინას ქართული ვაზი და ღვინო ძალიან უყვარს. ამაზე არაერთ სატელევიზიო გამოსვლაშიც უსაუბრია. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, პატივი ვცეთ მის გატაცებას და ქართულ საზოგადოებას სწორედ ივანიშვილის სახელობის უგემრიელესი ღვინო შევუქმენით. ჩვენი აზრით, ეს ღვინო თითოეული ქართველის ოჯახში უნდა ინახებოდეს და „ვეფხისტყაოსანთან“ ერთად პატარძალს მზითვებშიც უნდა მიყვებოდეს“ - ამბობს მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, საბა ყაველაშვილი. 

 

 

 

მოძრაობის წევრების განმარტებით, ივანიშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით ღვინის შეძენა მსურველებს დღეს, 18:18 საათიდან ხვალ 18:18 საათამდე, 18 ლარად შეეძლებათ. აქციის დასრულების შემდეგ კი "ბიძინაური" 20 ლარი ეღირება. „ბიძინაურის“ შეძენა მსურველებს ასევე შეეძლებათ ფეისბუქ გვერდის საშუალებით.

 

 

 

 

18 თებ 2020

გიორგი შენგელაიას დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

გიორგი შენგელაიას დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

კინორეჟისორსა და სახალხო არტისტს, გიორგი შენგელაიას დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრალავენ. ამის შესახებ განცხადებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აკეთებს.

18 თებ 2020

რა არის წყავი და რა სამკურნალო თვისებები აქვს მას

რა არის წყავი და რა სამკურნალო თვისებები აქვს მას

წყავი ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში ანთებითი პროცესების დროს რესპირატორულ ტრაქტში, რომელიც ხველებით მიმდინარეობს, შინაგანი სისხლდენების დროს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ონკოლოგიური დაავადებების დროს და სხვ.

18 თებ 2020

პრეზიდენტის სასახლე ემიგრანტებთან შესახვედრად მზადაა

პრეზიდენტის სასახლე ემიგრანტებთან შესახვედრად მზადაა

საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები მათთვის საინტერესო ინფორმაციის მიღებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლისგან შეძლებენ.

18 თებ 2020