პატრირქი 2 ივლისს სამებაში აბიტურიენტებს დალოცავს

პატრირქი  2 ივლისს სამებაში აბიტურიენტებს დალოცავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია 2 ივლისს აბიტურიენტებს დალოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ უწმინდესი და უნეტარესი ილია II სამების საკათადრო ტაძარში წირვის შემდეგ დალოცავს აბიტურიენტებს. ცნობისთვის, წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება.

29 ივნ 2017

ქეთი მელუა Black Sea Arena-ზე კონცერტს გამართავს

ქეთი მელუა Black Sea Arena-ზე კონცერტს გამართავს

Black Sea Arena-ზე 23 ივლისს, ქართველი მომღერლის, ქეთი მელუას კონცერტი გაიმართება. “ზაფხულის დღესასწაული“, – ასე ეწოდება შოუს, რომლითაც ქეთი მელუა ქართველი მაყურებლის წინაშე წარსდგება. ქეთი მელუას აკომპანირებას გაუწევს ინგლისური ბენდი (Tim Harries – ბასგიტარა, Mark Edwards – კლავიში, Simon Lea – დასარტყამი ინსტრუმენტი, Paul Sayer – გიტარა). სპეციალური მოწვევით, კონცერტში მონაწილეობას მიიღებს გორის ქალთა კაპელა. კონცერტის ბილეთების ყიდვა tkt.ge-ზე დღეიდან არის შესაძლებელი. ფასები 20 ლარიდან იწყება და 120 ლარამდე ადის.

29 ივნ 2017

15 აგვისტოს ირაკლი ჩარკვიანი "გაცოცხლდება"

15 აგვისტოს ირაკლი ჩარკვიანი "გაცოცხლდება"

15 აგვისტოს ირაკლი ჩარკვიანი "გაცოცხლდება".

22 ივნ 2017

ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება იგეგმება

ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება იგეგმება

ამის შესახებ მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი აცხადებს.

08 ივნ 2017

მერაბ სეფაშვილი - 55 წელი დაბადებიდან და 40 წელი სცენაზე

მერაბ სეფაშვილი -  55 წელი დაბადებიდან და 40 წელი სცენაზე

მერაბ სეფაშვილი საიუბილეო კონცერტისთვის ემზადება. ამის შესახებ მისი პროდიუსერი გია გოგორიშვილი წერს. „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ სტატუსში ის აღნიშნავს: „5 წელი გავიდა ამ საოცარი კონცერტიდან, ჰო და ხუთი წლის შემდეგ ა.წ. 15 ივნისს რუსთაველის თეატრში მერაბის საიუბილეო კონცერტიააააა:) სცენაზე მოღვაწეობის 40 და დაბადებიდან 55 წელი ხუმრობა არ არის. ვარსკვლავი ბევრია, მზე კი ერთი“.

23 მაი 2017

ავჭალის ციხეში ფილმს გადაიღებენ

ავჭალის ციხეში ფილმს გადაიღებენ

სიუჟეტი ნამდვილ ამბავზეა აგებული.

17 მაი 2017

საერთაშორისო ფესტივალი SOU 2017 - 15 მაისს გაიხსნება

საერთაშორისო ფესტივალი SOU 2017 - 15 მაისს გაიხსნება

15 მაისს, თბილისში თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი SOU 2017 გაიხსნება.

12 მაი 2017

მერსედეს-ბენცის თბილისის მოდის კვირეულზე 42 დიზაინერი გამოვა

მერსედეს-ბენცის თბილისის მოდის კვირეულზე 42 დიზაინერი გამოვა

4-დან 8 მაისის ჩათვლით თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი საერთაშორისო მოდის კვირეულს Mercedes-Benz Fashion week Tbilisi უმასპინძლებს. მოდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია ჩვენებები, შოუები, წარმოდგენები და გამოფენები. 2017-18 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციებს 42 ქართველი და უცხოელი დიზაინერი წარმოადგენს.

03 მაი 2017

თბილისის ბიგბენდი 20 წლისაა

თბილისის ბიგბენდი 20 წლისაა

30 აპრილს, ჯაზის საერთაშორისო დღეს, თბილისის ბიგ-ბენდი კონცერტისთვის ემზადება. ამასთანავე, მუსიკალური კოლექტივი 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. ბენდი სხვადასხვა თაობის მუსიკას აერთიანებს. რეპეტიციები უწყვეტად მიმდინარეობს. ბიგ-ბენდისთვის 2017 მთლიანად საიუბილეო წელიწადი იქნება და მრავალი კონცერტი გაიმართება.

მაყურებელი 30 აპრილს არა მხოლოდ მოისმენს ჯაზურ მუსიკას, საკმაოდ მრავალფეროვანი რეპერტუარის სახით, არამედ მას პლასტიკაში განსხეულებულსაც ნახავს – ბიგ-ბენდისა და გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ბალეტის ერთობლივი წარმოდგენა უკვე მეორედ შესრულდება სცენაზე. სპეციალურად ამ დღისთვის ნიკ ვესტის ნაწარმოებზე კიდევ ერთი ქორეოგრაფიული ნომერი დაიდგა.

ჯაზის საერთაშორისო დღე 2011 წელს ჰერბი ჰენკოკის ინიციატივით დაარსდა. ამ თარიღიდან 5 წლისთავი წინა წელს თეთრ სახლში აღინიშნა. წელს კი ამ დღეს ფართოდ კუბაზე აღნიშნავენ.

29 აპრ 2017

უპრეცედენტო პროექტი - სუხიშვილებთან ცეკვა ყველას შეუძლია

უპრეცედენტო პროექტი - სუხიშვილებთან ცეკვა ყველას შეუძლია

სუხიშვილების ცეკვის აკადემია პროექტ "გამოიცეკვეს" იწყებს - ანსამბლი მსურველებს ქართულ ცეკვას შეასწავლის. დაგეგმილია მედიატურნირი "იცეკვე სუხიშვილებთან ერთად". პროექტში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. "გამოიცეკვეს" მიზანი კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაა.

26 აპრ 2017