28-29 სექტემბერს ქალთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

2019.09.24 13:18:21
28-29 სექტემბერს ქალთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

ინგა ბლესსის და ევგენია ვანახტის ორგანიზებით 28-29 სექტემბერს ქალთა, რიგით მეოთხე, საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია  რთველში მონაწილეობის მიღება, რომელსაც უმასპინძლებს ბადიაურის ვენახის კარიბჭე, ფესტივალის სემინარები და გალასაღამო, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს აჩუქებს სტუმრებს. 

 

ფესტივალზე თავს მოიყრიან სუპერ პროფესიონალები და ყოველი მათგანი გაგიზიარებთ თავის ცოდნისა და გამოცდილების საუკეთესო მარგალიტებს:

 

ქალური წარმატების, ჯანმრთელობის, ნაყოფიერების, სექსუალურობის,

ენერგიის აღდგენის, მიმზიდველობის,

ქალისა და მამაკაცის ურთიერთობების შესახებ!

 

აგრეთვე, მიიღებთ პასუხებს თქვენთვის ყველაზე მოსარიდებელ, ამაღელვებელ და მნიშვნელოვან კითხვებზე.

 

ფესტივალის დასასრულს, სასტუმრო შერატონ მეტეხის შთამბეჭდავ დარბაზში თქვენ გელით შვიდი ძალზედ საინტერესო, უნიკალური, მრავლის მომცემი სემინარი. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 7 ოსტატი, საკუთარ ცოდნას, სიბრძნესა და გამოცდილებას გაგიზიარებთ.