კავკასიური პოეზიის ფესტივალ „ანაკლია 2019“-ზე ამერიკაში მოღვაწე ჩერქეზი მხატვრის გამოფენა მოეწყობა

2019.09.12 15:51:36
კავკასიური პოეზიის ფესტივალ „ანაკლია 2019“-ზე ამერიკაში მოღვაწე ჩერქეზი მხატვრის გამოფენა მოეწყობა

კავკასიური პოეზიის ფესტივალზე „ანაკლია 2019“, რომელიც გაიმართება 20-23 სექტემბერს,  გამოიფინება ჩერქეზი მხატვრის ჯანტი ბაშის  ნამუშევრები, რომლებიც ავტორმა საჩუქრად გადასცა ჩერქეზული კულტურის ცენტრს.

 

 ჯანტი ბაში დაიბადა იორდანიაში, ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-ჯერსიში. მან დაამთავრა მოდის ტექნოლოგიური ინსტიტუტი და მუშაობს კომპანია „ბექტონ დიქსონში“ დიზაინის მიმართულების დირექტორად. გამოფენაზე სახელწოდებით „ნართ პატარაზის აღორძინება“ წარმოდგენილია ახალგაზრდა ნართული ეპოსის გმირის დროში მოგზაურობა ჩერქეზეთის წარმოშობიდან ამ ხალხის გენოციდამდე, ანუ ჩვენს ეპოქამდე. ჯანტი ბაში იყენებს გრაფიკას, საზოგადოდ, მისი შემოქმედება ეფუძნება ჩერქეზული მითოლოგიის მოტივებს.