20 ივნისს თბილისში თანამედროვე ჩერქეზული ტანსაცმლის დეფილე მოეწყობა

2019.06.18 14:35:18
20 ივნისს თბილისში თანამედროვე ჩერქეზული ტანსაცმლის დეფილე მოეწყობა

ჩერქეზული კულტურის ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 20 ივნისს 14:00 საათზე თანამედროვე ჩერქეზული (კავკასიური) ტანსაცმლის დეფილე მოეწყობა. 

აღსანიშნავია, რომ ჩერქეზი დიზაინერი მილა არდანი საქართველოში პირველად აწყობს დეფილეს, სახელწოდებით "უძველესი წარსული დღეს".

 ღონისძიების ფარგლებში გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ  ცნობილი ქართველი ვარსკვლავები. სტუმრებს ასევე ელით სასიამოვნო საჩუქრები და ფურშეტი. 

დეფილეზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

მისამართი:  ლადო გუდიაშვილის #7