ავჭალის ციხეში ფილმს გადაიღებენ

2017.05.17 21:54:23
ავჭალის ციხეში ფილმს გადაიღებენ

სიუჟეტი ნამდვილ ამბავზეა აგებული.

 

მხატვრული ჟანრის ქართულ-ფრანგულ-იტალიურ ერთობლივ პროდუქციას ქართული საპროდიუსერო კომპანია შპს „მაგნეტ ფილმს“ გადაიღებს. ფილმის სახელწოდებაა "იარყოფითი რიცხვები".

 

სიუჟეტი ნამდვილ ამბავზეა აგებული და ასახავს საქართველოს ეროვნული რაგბის კავშირისა და UNICEFF-ის ერთობლივ პროექტს, რომლის ფარგლებშიც არასრულწლოვან ვაჟთა კოლონიაში პატიმრებისთვის ფიზიკური და მენტალური გაჯანსაღების მიზნით, რაგბის ვარჯიშები დაინიშნა.