საერთაშორისო ფესტივალი SOU 2017 - 15 მაისს გაიხსნება

2017.05.12 14:36:53
საერთაშორისო ფესტივალი SOU 2017 - 15 მაისს გაიხსნება

15 მაისს, თბილისში თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი SOU 2017 გაიხსნება.

ფესტივალის წლევანდელი სეზონის სახელწოდებად ორგანიზატორებმა „სხვა ზღვა“ შეარჩიეს.

ფესტივალი თბილისის ცირკის არენაზე ქართველი არტისტის Tete Noise-ს კონცერტით გაიხსნება, რომელიც სიმებიან კვარტეტთან ერთად „The Stringers” დაუკრავს. ფესტივალის დასკვნითი საღამო კი, 5 ივლისს ოპერის თეატრში შედგება. სცენაზე ჰაცუნე მიკუს და კიიჩირო შიბუიას ვოკალოიდური ოპერა „დასასრული“ იქნება წარმოდგენილი.