დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი როტერდამის ტურნირზე მარტონ ფუჩოვიჩს შეხვდება

2019.02.14 13:17:25
დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი როტერდამის ტურნირზე მარტონ ფუჩოვიჩს შეხვდება

ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს როტერდამის ტურნირზე მერვედფინალურ შეხვედრას ჩაატარებს.

ATP-ის ტურნირზე ქართველის მეტოქე მსოფლიოს 38-ე ნომერი, 27 წლის უნგრელი მარტონ ფუჩოვიჩი იქნება.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა როტერდამის ტურნირის პირველ წრეში სამხრეთ კორეელი მეტოქე დაამარცხა. ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის რეიტინგში ოცეულში დაბრუნდა.

ATP-ის ქართველი ჩობურთელი მეოცე პოზიციას იკავებს. ბასილაშვილისა და ფუჩოვიჩის შეხვდება 00:00 საათზე დაიწყება.